2020-12-22 16:06:25, 556 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინეს
საქართველოს პრეზიდენტს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარედგინა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა იყო.
საქართველოს პრეზიდენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),