00:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 12:16:32, 481 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდ19-ის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რაოდენობა გაზაფხულიდან 25-დან 65-მდე გაიზარდა

პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინეტიკარაძეს უსმენენ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მთავრობის მომავალი წევრები სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.

მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის  როლზე. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით , პირველადი ჯანდაცვის სექტორს კოვიდის მართვაში უდიდესი როლი აქვს. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით  შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა,რომლის ფარგლებშიც  ოჯახის ექიმების მიერ,  ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა.

უწყების პირველი პირის განცხადებით, თავდაპირველად პროცესში 25 ონლაინ კლინიკა იყო ჩართული, დღეისათვის კლინიკების რაოდენობა კი  65-მდეა გაზრდილი . 

„პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს  კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით  შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც  ოჯახის ექიმების მიერ,  ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. თავდაპირველად პროცესში ჩართული  იყო 25 ონლაინ კლინიკა.
დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილიდა. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics