18:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 15:55:49, 548 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარით ოპოზიციას პარლამენტში შესვლის შესახებ პოზიციას შეაცვლევინებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, „ქართული ოცნების“ ინიციატივას ეხმაურება ოპოზიციური პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ამ მუქარას იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალონ გადაწყვეტილება პარლამენტი არ შესვლასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც კაპანაძემ აღნიშნა გამომდინარეობს საზოგადოებრივი ინტერესებიდან.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი  ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიქტატურის გზაზე შედგომას.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ამ მუქარას  იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალონ საკუთარი გადაწყვეტილება და პარლამენტში შევიდნენ, მათ ემუქრებიან, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, შეუწყვეტენ დაფინანსებას და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ მოხსნიან რეგისტრაციიდან, ანუ ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია და ჰგონია, რომ ასეთი მუქარებით ის შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთით“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics