14:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 14:58:33, 602 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება

საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამების სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომლის საპილოტე ეტაპიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და დაახლოებით 1 თვეში დასრულდება, მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დასახლებული პუნქტი შეძლებს, მიიღოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

2022 წლიდან ასევე 3 წლით გაგრძელდება გაზიფიცირების პროგრამა. 

ნათია თურნავას თქმით, 2019 – 2024 წლებში, ჯამში, დაახლოებით 600 დასახლებული პუნქტი მიიღებს ბუნებრივ აირს.

„ამ მაჩვენებლით საქართველო ერთერთი ყველაზე მეტად გაზიფიცირებული ქვეყანაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც მომავალში ასევე გაგრძელდება, უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციაა. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მაღალმთიან სოფლებზე, რომელთა ელექტრიფიკაციაც მიკრო ჰესებისა და მზის პანელების დამონტაჟების მეშვეობით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics