00:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 14:30:17, 440 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდეგ ჩანგელიების ოჯახს კუთვნილი ბინა გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს  დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ნებისმიერ დროს, როდესაც ჩანგელიების ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მოაწერს, კუთვნილი ბინა გადაეცემათ.

როგორც მან აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ, სიმართლეს არ შესაბამება.

„გვსურს დამატებითი განმარტება გავაკეთოთ დევნილ ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით. 2020 წლის ნოემბერში დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ხსენებული ოჯახის დაკმაყოფილების საკითხი. ოჯახი რეგისტრირებული არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში. 30 ნოემბერს სააგენტომ ოფიციალურად შესთავაზა 5-სულიან დევნილთა ოჯახს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ სახლში ფართის გადაცემასთან დაკავშირებით. 2020 წლის 1-ელ დეკემბერს ჩანგელიების ოჯახმა სააგენტოს ფოსტაზე წერილობით დაგვიდასტურეს და განაცხადეს თანხმობა ბინის მიღებაზე. 7 დეკემბერს სააგნეტომ გამოქვეყნა დევნილი ოჯახების სია, რომლებიც დაკმაყოფილდნენ ამ ეტაპზე. მათ შორის იყო ჩანგელიების ოჯახი. 12-13 დეკემბერს ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში, ღია სივრცეში გაიმართა კენჭისყრა. კენჭისყრაზე გამოცხადდა ხსენებული ოჯახიც. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის 5-სულიანი შემადგენლობიდან 2 სრულწლოვანი წევრი არ იმყოფებოდა ადგილზე, კანონმდებლობის შესაბამისად მათ ვერ გადავეცით გასაღები. დევნილთა სააგენტო გამოხატავს მზაობას, ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს თბილისში, ზუგდიდში, ოჯახისთვის მისაღებ ადგილას, ეს არის ტექნიკური პროცედურები, რომ ყველა სრულწლოვანმა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, რის შემდეგაც მათ კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემათ კუთვნილი ბინა.

გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და დამატებით განვაცხადოთ, როდესაც საკითხი ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ნებისმიერმა ორგანიზაციამ თუ მასმედიამ მიმართოს სააგენტოს ინფორმაციის გადამოწმებისთვის, რადგან გავრცელებული ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ, არ შესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით მოგიწოდებთ, მოგვმართეთ და ყველა ის ინფორმაცია, რაც არის საჯარო და არ ეხება პერსონალურ მონაცემებს, ყოველთვის მზად ვართ, ღია ვართ და გავუზიარებთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics