18:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 12:14:23, 686 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ერთპარტიული პარლამენტის მიერ ლურჯი მთავრობის დამტკიცება სიმბოლური აქტია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ლურჯი მთავრობის დამტკიცება, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია საქართველოსთვის, სიმბოლური აქტია.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის თითოეული წევრი ერთი არაფორმალური მმართველის სამსახურშია.

„საზოგადოებისთვის უკვე ფართოდ ცნობილი ფაქტია, რომ ვის დანიშნავს მინისტრად პრემიერი, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ეს ადამიანი არის ერთი არაფორმალური მმართველის სამსახურში. შესაბამისად, სიმბოლური აქტია ერთპარტიული პარლამენტის მიერ ზუსტად ლურჯი მთავრობის დამტკიცება, რომელსაც რეალურად არაფერი არ გაუკეთებია საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, პანდემიის უმძიმესი მდგომარეობისთვის და ზოგადად, ბოლო 8 წლის განმავლობაში თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, უფრო და უფრო ღარიბდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობას დაამტკიცებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics