2020-12-21 11:03:45, 498 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძე: ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს საპარლამენტო განხილვებში
„ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს საპარლამენტო განხილვებში და დისკუსიებში", - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც კომიტეტში მუშაობდა და თანამშრომლობდა, მიუხედავად მათ შორის არსებული პოლიტიკური ხედვების განსხვავებისა, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საკითხების განხილვებსა თუ დისკუსიაში.
„სხვა კუთხით სხვა მიმართულებით შეახედებდა ხოლმე საკითხებს როგორც ტრიბუნასთან მდგომ პირებს, ასევე ჩვენ უმრავლესობის წარმომადგენლებს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან