12:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 10:43:48, 386 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებების მობილიზება

„საქართველომ მოახერხა  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მნიშვნელოვანი დახმარებების  მობილიზება, რომელიც მიმართულია როგორც საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად ასევე ცენტრალური ბანკის რეზერვების შესავსებად", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ  განაცხადა.

მისი თქმით,  საერთაშორისო ფინანსური დახმარებებით დაფინანსდა პანდემიის შედეგად დაზარალებული  ჩვენი თანამემამულეების  საჭიროებები, დახმარება გაეწია ბიზნესს, ასევე თანხის გარკვეული ნაწილი წავიდა ეროვნული ბანკის რეზერვებში. წელს, ინტერვენციების სახით,  850 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა ეროვნულმა ბანკმა ბაზარს, რათა ლარის კურსის შედარებითი სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა.

„სერიოზული განაცხადია, ისიც  რომ წელს , პანდემიის პირობებში სარეიტინგო სააგენტოებმა არ შეამცირეს საქართველოს რეიტინგი. მაგრამ ფაქტია, რომ პანდემიიდან გამომდინარე წინ რთული წელი გველოდება.  მაკროეკონომიკური თვალსაზრისით იქნება არ იქნება ადვილი წელი, მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია. დღეს წინა ხაზზე გამოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ღონისძიებები.  პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს  სერიოზული მუშაობა მოუწევს ყველა მიმართულებით. დღეს მოვისმენთ რამდენად მზად არიან მინისტრობის კანდიდატები ამ კუთხით. კითხვები მექნება  კომიტეტის პროფილიდან გამომდინარე. როგორც იცით წინ გველოდება 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ .





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics