2020-12-20 22:02:38, 874 ნახვა
საზოგადოება
Operation warp speed - COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ვირუსით ინფიცირებულებიც უნდა აიცრან
„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ვირუსით ინფიცირებულებიც უნდა აიცრან“, - ამის შესახებ Operation warp speed-ის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ „სიენენთან“ საუბრისას განაცხადა.
”ჩვენ ვიცით, რომ ინფექცია არ იწვევს ძალიან ძლიერ იმუნურ რეაქციას და ის დროთა განმავლობაში ქრება”, - თქვა სლაუიმ.
სლაუის თქმით, ვაქცინის მიღება უსაფრთხოა იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე დაინფიცირდა კოვიდ -19-ით.
„ეს კლინიკური კვლევების შედეგად დადასტურდა. ტესტირებაში მონაწილე ადამიანებს ჰქონდათ გადატანილი ან მოქმედი ვირუსული ინფექცია, როდესაც ვაქცინა მიიღეს, ამიტომ ეს პროცესი სრულიად უსაფრთხოა.
ცნობისთვის, საწყის ეტაპზე Covid-19 ვაქცინაცია მიმდინარეობს ჯანდაცვის მუშაკებისა და ხანგრძლივი სამედიცინო დაწესებულებების მაცხოვრებლებისთვის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,