21:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 16:03:52, 503 ნახვა

საზოგადოება
ვერეს ხეობაში დასამონტაჟებელი ადრეული შეტყობინების სისტემები უკვე თბილისშია

ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც ვერეს ხეობაში დამონტაჟდება, უკვე თბილისშია.

ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ სასტუმრო „ჰოლიდე ინ“–ში განაცხადა, სადაც „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრების შეხვედრა გაიმართა.

ლექვინაძის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეცემა და ვერეს ხეობაში უახლოეს მომავალში დამონტაჟდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რადარების დაყენება მხოლოდ ვერეს ხეობაში იგეგმება.

„საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით, ადრეული შეტყობინების სისტემები უკვე შესყიდულია და თბილისშია ჩამოტანილი. ძალიან მალე მოხდება მათი ვერეს ხეობაში დამონტაჟება. რადგან ამ ეტაპზე ვერეს ხეობაში ყველაზე კრიტიკული მდოგმარეობაა, მათი დამონტაჟება მხოლოდ ვერეს ხეობაში მოხდება. ამ ხეობაში ყველაზე მეტი წყლის მოცულობა, რაც ისტორიულად დაფიქსირებულა, იყო 1960 წელს. მაშინდელი მონაცემებით ეს იყო დაახლოებით 252 მ3 წამში. ბოლო სტიქიის დროს კი, დაახლოებით 550 მ3 წამში. დაახლოებით ორჯერ უფრო მეტი წყლის მასა მივიღეთ და ამან განაპირობა სტიქიის ასეთი მასშტაბი“, – აღნიშნა ლექვინაძემ.

მერის მოადგილის თქმით, თბილისის შემოგარენში არსებულ მდინარეების შესწავლა დაიწყება, სადაც გარკვეული საფრთხეებია მოსალოდნელი, თუმცა მან კვლევის დაწყების ზუსტი თარიღი ვერ დაასახელა.

„თბილისში ძალიან ბევრი მთის მდინარეა და არის გარკვეული საფრთხე, რომ მსგავსი ტიპის მოვლენები იყოს სხვადასხვა ტერიტორიებზე. მომავალში გვინდა, მსგავსი ტიპის სიტემები იქაც იყოს დამონტაჟებული. ეს არ არის იაფი სიამოვნება, ამიტომ საჭიროა მათი შესწავლა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics