01:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 12:35:18, 644 ნახვა

საზოგადოება
ჯანმოს წარმომადგენელი - საქართველოში რეკომენდაციების დაცვას დადებითი ტენდენცია აქვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, რეკომენდაციების დაცვას, მონაცემების მიხედვით, საქართველოში დადებითი ტენდენცია აქვს.

როგორც საქართველოში ჩამოსულმა ჯანმო-ს წარმომადგენელმა ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, თუმცა გარდამავალ პერიოდში, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების სრული დაცვა.

„ჩვენ ვისაუბრეთ და ნამდვილად, გვირაბის ბოლოს ჩანს შუქი, არსებობს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ საბოლოო შედეგამდე დროა დარჩენილი, ამიტომ ამ გარდამავალ პერიოდში, მნიშვნელოვანია, როგორც ევროპისთვის, ასევე საქართველოსთვის რეკომენდაციების სრული დაცვა

რეკომენდაციები, როგორიცაა ხელის ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, რესპირატორული ჰიგიენა, ნიღბის ტარება, იმ შემთხვევაში თუ თავს ცუდად იგრძნობთ, სახლში დარჩენა, არის მარტივად განსახორციელებელი ზომები და არ მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს, მაგრამ ეს ყველაფერი გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს, თუკი მას მივსდევთ და შევასრულებთ.

მინდა გითხრათ, რომ მონაცემების თუკი შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ ზომების განხორციელებას დადებითი ტენდენცია აქვს დღეს საქართველოში. ჩვენ ვიმუშავებთ მომდევნო ხუთი დღის მანძილზე ქალბატონ მინისტრთან და მეტ ინფორმაციას მოვიპოვებ და მეტი მეცოდინება“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics