17:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 12:25:38, 567 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის ვიზიტი დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორის ვიზიტი დაიწყო.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კოვიდმართვის პროგრამების, მისი შეფასებისა და შედგომი სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით.  

„როგორც გუშინ ჩვენი მოქალაქეებისა და მედიისთვის ცნობილი გახდა, დღეს დაიწყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგეს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამების დირექტორის, ნინო ვერძულის ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც კოვიდმართვის პროგრამების, მისი შეფასებისა და შემდგომი სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით. ასევე ყველა იმ დაგეგმილი და განსახორციელებელი რეფორმების შეფასების კუთხით, რომელიც ქვეყანაშია დაგეგმილი.

ჩვენ დღეს გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობდა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით დეტალურად ვისაუბრეთ. ასევე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ჯანმრთელობის სამინისტროში დაარსებული ახალი ონლაინ კლინიკა, რომელიც ჩართულია კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში ოჯახის ექიმების კუთხით. ეს ვიზიტი გაგრძელდება 5 დღე და სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ როგორც კლინიკური სასტუმროები, ასევე ჰოსპიტალური სექტორი. გაეცნონ იქ მიმდინარე პროცესებს. ასევე, დეტალურად შეისწავლონ პირველადი ჯანდაცვის კომპონენტი, თუ როგორ არის კოვიდმართვაში ჩართული. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კომპონენტის გაძლიერებისა და კომუნიკაციის დაგეგმვის კუთხით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics