|
2020-12-18 11:57:42, 602 ნახვა
სამართალი
ივნისისდან შსს-ში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებითაა დაკომპლექტებული
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ივნისის თვიდან სამინისტროში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით. მისი თქმით, მისთვის ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად. „ივნისის თვიდან სამინისტროში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში UNICEF კონცეფციის და რეკომენდაციების შესაბამისად შეიქმნა ბავშვზე მორგებული გარემო. ჩვენი ინიციატივით, 2020 წელს მიღებული კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, რის შედეგადაც გამკაცრდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი ძალადობისთვის სასჯელი, ასევე, შეიქმნა აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები“, - განაცხადა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)