|
2020-12-17 12:26:20, 686 ნახვა
პოლიტიკა
იური ნოზაძემ და USAID-ის მისიის დირექტორმა კარტოფილის სექტორის განვითარების საერთაშორისო მიდგომები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა ონლაინ შეხვედრაზე საქართველოში კარტოფილის სექტორის განვითარების საერთაშორისო მიდგომები განიხილეს. როგორც ონლაინ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეკარტოფილეობის სისტემური განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) ახალ ინიციატივას იწყებს და საქართველოს კარტოფილის ფორუმის შექმნას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კარტოფილის სექტორის გაძლიერებას და საჭირო ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რაც კარტოფილის მინდვრიდან ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს. „კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP) ჩვენს სამინისტროს და კერძო სექტორს თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს. სწორედ ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რომ ქვეყანაში მყარად ვითარდება მეკარტოფილეობის დარგი, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და ჩნდება კარტოფილის ახალი ჯიშები. მთავრობა მხარს უჭერს და ხელმძღვანელობს კარტოფილის ფორუმის ჩამოყალიბებას, საქართველოში კარტოფილის სექტორში მდგრადობისა და მომგებიანობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა იური ნოზაძემ. როგორც შეხვედრაზე USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, საქართველოში ფერმერები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. „მონაწილეობრივი საბაზრო ჯაჭვის მიდგომების (PMCA) დანერგვა და მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ფერმერებს საქართველოს ბაზარზე აწარმოონ სათანადო ხარისხისა და რაოდენობის კარტოფილი. ფორუმის შექმნის შედეგად, მივიღებთ მაღალი ხარისხის კარტოფილს და გაზრდილ შემოსავლებს. კარტოფილის სექტორის განვითარების გაგრძელება საქართველოს მთავრობის, ფერმერების, კერძო სექტორის ინვესტორების და სხვა საერთაშორისო დონორების პარტნიორობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კარტოფილის ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ სფეროებზე, სადაც წარმოებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართ უფრო დინამიური შესაძლებლობები შეიქმნება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)