03:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 11:28:10, 579 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია - ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული და თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული.

„დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის რეკორდები მყარდება. ისეთი რეკორდები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს. ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა, კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღებში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, ოჯახის წრეში. რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს. უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია გამოწვევებით და დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ეკონომიკური აღდგენისთვის, თუ როგორ გავართმევთ თავს პირველ რიგში, ამ საახალწლო დღსასწაულებს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics