03:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 11:56:39, 378 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-6 სხდომაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-6 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ონლაინშეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები განიხილეს.

შეხვედრაზე კახაბერ საბანაძემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საზღვრის მართვის, ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ონლაინშეხვედრაზე ხაზი გაესვა უვიზო რეჟიმის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. დამატებით, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს მზაობა, შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი - ლუკ დევინი; ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი კარ ჰერცელი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები.

ქართული მხრიდან შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics