|
2020-12-16 10:44:26, 598 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში კოვიდ19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იქმნება
საქართველოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იქმნება. მთავრობის შესაბამისი განკარგულება „საკანონმდებლო მაცნეზე“ უკვე გამოქვეყნდა. დადგენილების თანახმად, აღნიშნული კომისია COVID-19-ის ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და დანერგვის ხელშეწყობისთვის იქმნება, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; ვ) სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი − კომისიის წევრი; ზ) სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი; თ) სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი; ი) სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი; კ) სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი − კომისიის წევრი; ლ) საქართველოს სახალხო დამცველი − კომისიის წევრი; მ) საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი. ამასთან, კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობა ეთხოვებათ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნის წარმომადგენლობას, გაეროს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობას, აზიის განვითარების ბანკის ქვეყნის მისიას, მსოფლიო ბანკის ქვეყნის წარმომადგენლობას, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობას, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობას, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. დადგენილების თანახმად, კომისიის ამოცანაა COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განახლება. გარდა ამისა, მას ევალება COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი. ამასთან, კომისია უფლებამოსილია, განახორციელოს COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; COVAX Facility-სთან კომუნიკაცია ეროვნული კოორდინატორის მეშვეობით; COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის კოორდინაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექსპერტების, საქართველოს პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევა, კომისიის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)