13:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 17:21:20, 541 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: უპრეცედენტოდ მაღალი დახმარებები გამოწვევებზე მთავრობის სწორმა პასუხებმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა განაპირობა

უპრეცედენტოდ მაღალი დახმარებები  გამოწვევებზე მთავრობის სწორმა პასუხებმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა განაპირობა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში გაიმართა.

 როგორც მან აღნიშნა,  მიმდინარე წლის მარტიდანვე დაიწყო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ერთობლივად ჩამოყალიბდა ფისკალური ჩარჩო, რომელსაც ემყარება ქართული ეკონომიკა პანდემიის პერიოდში.

 „აპრილში წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და ვიყავით პირველი ქვეყანა, რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა სავალუტო ფონდმა. ამის წინაპირობა იყო  გასული  წლების  გამართული ფისკალური პოლიტიკა და სავალუტო ფონდის მხრიდან ხელისუფლებისადმი მაღალი ნდობა. სწორედ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებმა გაგვიხსნა გზა ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციებიდან საკმაოდ სწრაფი და მოცულობითი მხარდაჭერის მისაღებად. ამ ეტაპზე, უკვე გვაქვს ხელმოწერილი შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქართველო პირველ ადგილზეა, პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჩვენს დონორ ორგანიზაციებში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics