19:02 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 17:13:29, 1519 ნახვა

რეგიონი
რესან ჟოჟაძე ქედის მერმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა

სოფელ უჩხითში მცხოვრებმა  ახალგაზრდა დურგლმა - რესან ჟოჟაძემ, პანდემიის დროს, ბაბუის ნასწავლი, მივიწყებული ხელობა ბიზნესად აქცია.

ხისგან დამზადებული ჯამები, ლამბაქები, საათები, ჭაღები - ახალგაზრდა დურგალი დაკვეთებს ძირითადად ელექტრონული საშუალებით იღებს და ნამუშევარს ადრესატთან ფოსტის მეშვეობით აგზავნის.

სახელოსნოს დღეს ქედის მერი ლევან გორგილაძე ესტუმრა და ოსტატი ,,ოჯახური ტრადიციების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციისათვის“ მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

,,სახალხო დღესასწაული ,,ქედელობა - 2020“ პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა. ეს არის ტრადიციული ფესტივალი, სადაც ეწყობა ეთნოგრაფიული, გასტრონომიული, ფოლკლორული, ხეზე კვეთის ნამუშევრების გამოფენა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლის დღესასწაულს ახალგაზრდა ოსტატი კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის თავისი არაჩვეულებრივი ნამუშევრებით. მუნიციპალიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი მივიწყებული უძველესი საქმიანობის გაცოცხლებისა და პოპულარიზაციისათვის! ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ სახელოსნოს კიდევ უფრო განვითარებას და მის შესახებ ცნობადობის ამაღლებას“, - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

ქედის თვითმმართველობამ, დაიწყო სახელოსნოსთან მისასვლელი ავარიული შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობა. გარდა ამისა, შპს ,,ქედის ტურისტული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრს“ დაევალა აქტიურად ითანამშრომლოს ოსტატთან, რათა საწარმო გახდეს  მუნიციპალიტეტში ერთგვარი სავიზიტო ბარათი და მის გასაძლიერებლად  დაიგეგმოს სხვადასხვა საჭირო ღონისძიებები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics