|
2020-12-15 11:08:09, 572 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ
გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების საკითხს. მანვე აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძემ პარტიაში, რომელსაც ყოველთვის მოჰქონდა თავი პროდავასლურ და პროევროპულ ძალად, ვერ დაინახა დასავლეთისკენ სწრაფვა. „გრიგოლ ვაშაძემ დიდი ხანია დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ის რომ, არა თუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად ყალიბდებიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად. მისი კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს და ლანძღვა-გინებას, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს სხვა გზა, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა. მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც თავის ყოველთვის მოჰქონდა პროდასავლურ და პროევროპულ ძალად“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)