06:15 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 19:38:21, 625 ნახვა

სამართალი
გელათის ტაძრის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო

გელათის ტაძრის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებამ უკვე დაკითხა მწარმოებელი კომპანია და პორექტის ავტორიც.

„მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესი, რომ სწორი, ობიექტური მიზეზები დადგინდეს, რატომ მოხდა გადაცდომები პროექტიდან, რატომ მოხდა მაგალითად ვამბობ, კრამიტის შეცვლა და ა.შ. ამას გამოძიება იტყვის. დაიკითხა თვითონ მწარმოებელი, პროექტის ავტორი, სააგენტოც იყო წარმოდგენილი იმ დაკითხვის პროცესში.

კომპანიამ ნაწილობრივ არაკეთილსინდისიერად შეასრულა ის სამუშაოები, გამოცდილმა კომპანიამ, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ კულტურულ მემკვიდრეობაში ძეგლების რეაბილიტაცია უნდა ახორციელოს.

სააგენტომ მოიკოჭლა ინსპექტირების მკაცრ კონტროლში. მკაცრ კონტროლს ვგულისხმობ, რომ სათითაოდ, ყველა დეტალზე უნდა ყოფილიყო ძალიან მკაცრი ზედამხედველობა“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics