03:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 17:16:56, 392 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში შეხვედრებს განაგრძობს

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორული, კეთილეზობლური ურთიერთობა.

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიელ კოლეგას ბრიოგ ბრენდეს შეხვდა. დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედა გამართა კოლეგებთან სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან, ასევე კოლეგებთან ბურუნდიდან და ტრინიდადი და ტობაკოდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს სახელით გამართულ მიღებასაც დაესწრნენ.

საღამოს მონაწილეებს იაპონიის პრემიერმა მიმართა, მოგვიანებით კი საპატიო სტუმრებს შეხვდა. შინზო აბემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს ღონისძიებაზე სტუმრობისთვის და ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics