04:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 17:26:16, 834 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი - ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ახალი საგანმანათლებლო პროექტი - ინგლისური ენის სწავლების კურსი დაიწყო. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულები ინგლისური ენის კურსს ონლაინ რეჟიმში გადიან.

ამ ეტაპზე პროექტში ჩართვის სურვილი 13-მა მსჯავრდებულმა გამოთქვა და მათთვის ინგლისური ენის სასწავლო კურსი ნულოვანი დონიდან დაიწყო. ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებელი გაკვეთილს კვირაში სამჯერ ატარებს. სასწავლო კურსი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და საკომუნიკაციო უნარები განივითარონ.

პროექტის პარტნიორი, ბრიტანეთის საბჭო - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა და ის ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის, განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სფეროებში თანამშრომლობას უწყობს ხელს. ორგანიზაციის მოქმედების არეალი ექვსი კონტინენტის 100-ზე მეტი ქვეყანაა. საქართველოში კი ბრიტანეთის საბჭო 1993 წლიდან საქმიანობს.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულების სწავლების, პროფესიული გადამზადებისა თუ დასაქმების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. მშობლიური და უცხო ენების კურსები, ამ ეტაპზე 4 პენიტენციურ დაწესებულებაში ტარდება ონლაინ ფორმატში და სწავლებაში 26 არასრულწლოვანი, 11 სრულწლოვანი და 9 ქალი მსჯავრდებულია ჩართული. ცენტრი ბენეფიციარებს პროგრამებს დასაქმების მიმართულებითაც სთავაზობს. მათში, ჯამში, 18 პატიმარი მონაწილეობს. გარდა იმისა, რომ ჩართულობა მსჯავრდებულებს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ეხმარებათ, თვრამეტივე პატიმარი შესრულებული სამუშაოსათვის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებს.

პროექტები ხორციელდება პირობით მსჯავრდებულებისთვისაც, მათი განათლებისა და დასაქმებისათვისაც. ამ პროგრამების ფარგლებში 5 პირი დროებით, ხოლო 3 - ხანგრძლივი ვადით დასაქმდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics