03:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 16:02:15, 395 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ქადაგიძეს დავურეკავ და შევთავაზებ, მოსმენა სწრაფად დაიგეგმოს

„გპირდებით, გიორგი ქადაგიძეს დავურეკავ და შევთავაზებ, მოსმენა სწრაფად დაიგეგმოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

უსუფაშვილი ქადაგიძეს სთავაზობს, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშის პარლამენტში რაც შეიძლება მალე იქნას მოსმენილი.

„როცა პროცედურულ დემოკრატიაზე ვსაუბრობ, ვცდილობ, პროცედურული დემოკრატიის შესაბამისად ვიმოქმედო. ეროვნული ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით, აბსოლიტურად სწორად ბრძანეთ, რომ ანგარიშის განხილვა გადაიდო, ჯერ მომხსენებლის არყოფნის გამო, ზოგჯერ პარლამენტში ასევე სხვა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საქმეების გამო. გპირდებით, პრესკონფერენციას დავასრულებ თუ არა, პირველი რასაც გავაკეთებ, ქადაგიძეს დავურეკავ და ჩვენს საერთო ინტერესს გადავცემ იმის თაობაზე, ეს ანგარიში რაც შეიძლება მალე იქნეს მოსმენილი პარლამენტში და შევთავაზებ, რომ მოსმენა სწარაფად დაიგეგმოს. თუკი რაიმე ანგარიშია დაგეგმილი ყველა ანგრიშის მოსმენა. ამასობაში ანაგრიშების განხილვაც წინა წლებში გაგრძელებულა იმაზე მეტი ხანი ვიდრე გვინდოდა და გადასულა თვეებში. შარშან პარლამნეტის კომიტეტების ანგარიშების მოსმენაც, კი საახალწლოდ დავასრულეთ. მაშინ როდესაც სექტემბერში იყო გათვალისწინებული. დავასრულეთ არა იმიტომ, არ გვინდოდა მათი უფრო ადრე დასრულება, არამედ მეტი დრო მოითხოვა და რთულია იმის განსაზღვრა როდის რა საკითს რა დრო დასჭირდება და როგორ განვითარდება მოვლენები”, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics