|
2015-09-28 15:43:15, 3260 ნახვა
სპორტი
ენერგეტიკის სამინისტროს მიაჩნია რომ მედია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართა, ხელი არ შეუწყონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანონ. „რამდენიმე დღეა, გაურკვეველი საიტებით, ვრცელდება სამი წლის წინანდელი განცხადება ტარიფების კლებასთან დაკავშირებით , რომელიც ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა 2012 წელს. მოვუწოდებთ ყველას არქივიდან ამოღებული ინფორმაციები გავრცელდეს სათანადო ფორმით - მითითებული იყოს რიცხვი და განახლების (ციტირების) საბაბი. აგრეთვე, კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომლობისათვის და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ან გადამოწმება შესაძლებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში“, - წერია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზოგიერთ მედიასაშუალებაში ინფორმაცია გაზის ტარიფის რამდენიმე თეთრით შემცირებაზე გავრცელდა .
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)