|
2020-12-10 16:55:30, 663 ნახვა
საზოგადოება
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტი
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის ფარგლებში, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტზე მუშაობა დასრულდა. უწყება 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს. მოქალაქეებს კლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ. პროექტის განხორციელება კი 2021 წლის იანვრიდან დაიწყება. პროცედურის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება კონკრეტულ პაციენტზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონულ განაცხადს გააკეთებს, რომლის საფუძველზეც კლინიკას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს გადასცემს. ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა „არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად, დეტალურად განსაზღვრა ის მახასიათებლები, რასაც მაღალი ხარისხის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები უნდა აკმაყოფილებდეს, შემუშავდა სატენდერო კრიტერიუმები და განხორციელდა ფასთა კვლევა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამოვლინდა. „შევჯერდით საერთაშირისო სტანდარტებზე და გავითვალისწინეთ პაციენტების ინტერესები. ეს კომპანია სამედიცინო ტექნოლოგიებში არის მოწინავე. შესყიდვის საერთო ჯამური ღირებულება 2 566 180 ლარს შეადგენს, საუბარია 224 ერთელ ერთ, ორ და სამკამერიან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორზე. წინა პერიოდში მოქალაქეებს აღნიშნულ პროცედურაში 17 000-დან 19 000 ლარამდე გადახდა უწევდათ. აღნიშნული პროექტით კი მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ჯიბიდან გადასახდელი თანხა. სამედიცინო აპარატები სპეციალური განაცხადის საფუძველზე, კლინიკებს ცენტრალიზებულად მიეწოდებათ. ბენეფიციარებს მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ, რაც საშუალოდ 3000-დან 3500 ლარს შეადგენს. ასევე, დაგეგმილია ამ პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიის გაფართოებაც“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ცვლილებამ სამედიცინო მომსახურების ღირებულებაზე პაციენტის თანაგადახდის წილი საგრძნობლად შეამცირა. აშშ-ის ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები ბევრ წამყვან კლინიკაშია აპრობირებული და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასებით სარგებლობს.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)