06:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 15:49:10, 850 ნახვა

საზოგადოება
ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი ბილაინის ყველა აქტიური მობილური თამაში ამიერიდან ხელმისაწვდომია განახლებულ პორტალზე: games.beeline.ge. ამის შესახებ ინფორმაციას ბილაინი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პორტალი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს მისთვის საინტერესო თამაში და შეუზღუდავად დააგროვოს მეგაბაიტები და წუთები. განახლებულ პორტალზე ასევე შესაძლებელია ლიდერთა სიის შემოწმებაც, სადაც მომხმარებლები ხედავენ მოხვდნენ თუ არა დღის, კვირის, თუ თვის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში. პორტალის ბლოგის კატეგორია კი განუთვნილია მობილური თამაშების სფეროსთან დაკავშირებული აქტუალური ინფორმაციისთვის.

„ბილაინი ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნით. ამ ეტაპზე ბილაინს, უცხოელი და ქართველი დეველოპერების მიერ შექმნილი 7 სახალისო თამაში აქვს პორტალზე განთავსებული. მომხარებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი და დაიწყონ მეგაბაიტების, სასაუბრო წუთებისა და, სამომავლოდ, SMS-ების დაგროვებაც.

2020 წლის 31 დეკემბრადე, ბილაინის თამაშების მომხმარებელებს ასევე შესაძლელობა აქვთ ჩაერთონ მიმდინარე გათამაშებაში, რომლის შედეგადაც თვის ყოველი კვირის ბოლოს ვლინდება აბონენტი, რომელმაც ერთჯერადად მეგაბაიტების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა და მას მოგებული მეგაბაიტები უორმაგდება. აბონენტი რომელიც ერთი თვის პერიოდში - 16 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, ერთჯერადად მაქსიმალური რაოდენობის მეგაბაიტებს დააგროვებს, საჩუქრად გადაეცემა სმარტ საათი Samsung SM-830 40mm Galaxy Watch. დეკემბრის ბოლო დღეს კი ვლინდება აბონენტი, რომელმაც ჯამურად, 15 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში ერთჯერადად მაქსიმალური ქულა დააგროვა და მას საჩუქრად გადაეცემა სმარტფონი Samsung Galaxy Note 20 Ultra“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics