13:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 12:06:09, 606 ნახვა

პოლიტიკა
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება

მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებები სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში სხვა სტატუსით გაგრძელდება.

„ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც პრაქტიკულად, ააყირავა მოლაპარაკებების მაგიდა თავისი შანტაჟითა და მუქარით ოპოზიციის მიმართ, ბუნებრივი იყო, რომ ეს შეხვედრა აღარ გაიმართებოდა. დღეს რაზე უნდა მივსულიყავით სალაპარაკოდ? რა მოლაპარაკებებზეა საუბარი, როდესაც „ქართული ოცნება“ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება. არც იგეგმებოდა ამ ერთ რაუნდში რაიმე ისეთი გარღვევა, რომელიც მნიშვნელობას შეიტანდა მოლაპარაკებების პროცესში. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები გადაიდო და ალბათ, გაგრძელდება მომავალ კვირაში. თუმცა, გაგრძელდება სულ სხვა სტატუსით, რადგან ხვალ იკრიბება მეათე მოწვევის პარლამენტი, რომელიც იქნება ერთპარტიული“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics