12:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 17:33:20, 698 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ პარლამენტში შესვლა პოლიტიკური ხარაკირია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ პარლამენტში შესვლა ყველა პარტიისთვის პოლიტიკური ხარაკირია.

მისი თქმით, ბოიკოტი აუცილებლად შედგება და პარლამენტს დატოვებენ.

„კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ უთავმოყვარეობა აღარ არის, პოლიტიკური ხარაკირია საერთოდ პარლამენტში შესვლა ნებისმიერი პირისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება საოსწარკვეთილია და თუ ბოიკოტია აუცილებლად იქნება ბოიკოტი. ვინც გამოაკლდება ეს მისი პრობლემა იქნება. ბოიკოტო აუცილებლად შედგება და ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა დეპუტატს შეუწყდება უფლებამოსილება, რომელიც განცხადებით მიმართავს პარლამენტს. მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში პარტიები სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics