16:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 13:14:52, 1047 ნახვა

ომი უკრაინაში
ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმს, ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმს, ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, - ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა  გია კიკაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი 4 დღის განმავლობაში კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა.

„კიდევ ერთი შესანიშნავი ადამიანი დააკლდა რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდს და არამარტო რესპუბლიკურ საავადმყოფოს, არამედ მთლიანად სამედიცინო საზოგადოებას. ეს პიროვნება იყო გამორჩეული თავისი შინაგანი კულტურით, ზრდილობითა და პატიოსნებით. ძალიან კარგი კოლეგა და პროფესიონალი იყო. ავადმყოფებზე შეყვარებული ექიმი, რომელსაც პაციენტი გაჭირვების ჟამს არასდროს მიუტოვებია, სამწუხაროდ, დღეს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდგინდა და 4 დღის განმავლობაში კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, 6 დეკემბერს ჩვენს კლინიკაში მოათავსეს. მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. ფილტვების შეშუპების გამო, გუშინ მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქრონიკული თანმხლები დაავადებები ჰქონდა. იგი ექიმი-ტრავმატოლოგის პოზიციაზე მუშაობდა. 2011 წლიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო მანამდე ქალაქის პირველ საავადმყოფოში მუშაობდა“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics