|
2020-12-09 11:20:45, 635 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი მაია ბითაძესა და ირმა ზავრადაშვილს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის
თბილისის მერი, კახა კალაძე თავის მოადგილე მაია ბითაძეს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის და ახალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. მაია ბითაძე საქმიანობას საქართველოს პარლამენტში განაგრძობს. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მაია ბითაძის უშუალო ჩართულობით, გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის მიმართულებით, არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი შემუშავდა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს. როგორც იცით, ის პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას. მაია პირველივე დღიდან, რაც ჩვენ მუშაობას შევუდექით, დაწყებული საარჩევნო პროგრამიდან, ჩვენს საქმიანობაში ჩართული იყო. მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ქალაქი ლამაზდება, ბევრი მწვანე სივრცე იქმნება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მისი უშუალო ჩართულობით, არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი შემუშავდა გარემოს დაცვის, ტრანსპორტის მიმართულებით. პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი ძლიერი პროფესიონალი ადამიანი გვტოვებს, თუმცა, მეორე მხრივ, ის ასევე საჭირო და მნიშვნელოვანი მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, იქიდან ახალი კანონპროექტების მიღებით, დედაქალაქს გვერდით დაუდგება და ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქს. ბევრი რეფორმა გვაქვს დასაწყები, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა განსახორციელებელი საკანონმდებლო მიმართულებით და მაია ბითაძის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა დიდუბის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს და აღნიშნა, რომ ის ღირსეულად ართმევდა თავს რაიონის წინაშე არსებულ გამოწვევებს. „ასევე, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ირმა ზავრადაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში, დიდუბის გამგეობას ხელმძღვანელობდა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც რიგით ადამიანებს ხვდები დიდუბის რაიონში და მადლობას უხდიან გამგებელს, გამგეობის თანამშრომლებს შრომისთვის, გაწეული საქმიანობისთვის. მინდა, ირმა ზავრადაშვილს წარმატებები ვუსურვო, ისიც საქართველოს პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას. დარწმუნებული ვარ, მისი ჩართულობითა და მხარდაჭერით, ქალაქისა და საკანონმდებლო მიმართულებით, ბევრი კარგი საქმე გაკეთდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)