06:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 12:53:32, 596 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ სეზონზე პირველად, ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე გააქტიურდა „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თუ მოსახლეობა პრევენციულ ღონისძიებებს დაიცავას, შესაძლოა, გრიპის სეზონი შედარებით რბილი აღმოჩნდეს.  

„ჩვენ ვაწარმოებთ ყოველკვირეულ მონიტორინგს და კვირაში ერთხელ ვანახლებთ გრიპის ვირუსისა და რესპირაციული ვირუსების ცირკულაციას ქვეყანაში. გუშინდელ მონიტორინგში უკვე პირველად გამოჩნდა, რომ „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსმა უკვე დაიწყო ცირკულაცია. ამ სეზონზე პირველად კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად გამოჩნდა უკვე გრიპის ვირუსიც. როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბერში აქტიურდება გრიპიც. ჩვენ არ ვიცით რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო. ამის ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ მოსახლეობა მივეჩვიეთ პრევენციული ღონისძიებების დაცვას, პირბადის ტარებას და უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, უფრო მეტი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს. შესაძლებელია, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ზამთრის სეზონზე პირბადის ტარება გახდეს სრულიად მანდატურული.

„რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ იმ ყველა პრევენციული ზომების დაცვა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - პირბადის ტარება უნდა გახდეს სრულიად მანდატურული. ოფიციალურად არის სრულიად მანდატურული, მაგრამ ყველამ უნდა გავითავისოთ ეს, რომ დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში აუციელებელია ყველგან პირბადის ტარება. ის დაგიცავთ გრიპისგან და კოვიდისგან.თუ ჩვენ დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 65%-ზე გვაქვს და მას ავიყვანთ 95%-ზე, სერიოზულად იქნება შემცირებული კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა და შესაბამისად, ვიქნებით დაცული გრიპისგანაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics