|
2020-12-07 16:54:57, 524 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დღევანდელი შეხვედრა იყო პოზიტიური, მაგრამ რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხში ვერ ვთანხმდებით
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი პოზიტიური და საქმიანი აღმოჩნდა. მისი თქმით, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ოპოზიციაში შიდა განხილვები დაიწყება. „ნამდვილად საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის საკითხები, სადაც მოხდა პოზიციების დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის. დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. რა თქმა უნდა, აქ საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე და პატიმრების საკითხებზე. შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაო რეჟიმში მუშაობას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დიპლომატებს, რომლებმაც ეს მედიაცია შექმნეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)