|
2020-12-07 15:13:24, 583 ნახვა
სამართალი
კახეთის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. მათი ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი - 1978 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო და პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებს შსს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)