11:10 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 11:34:24, 532 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ჩვენი სურვილია, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, ბურთი ხელისუფლების მხარესაა

ჩვენი სურვილია, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, ბურთი ხელისუფლების მხარესაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციაც უნდა იღებდეს მონაწილეობას.

„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარის ნომინირება მოხდეს ობიექტური, ნეიტრალური და სანდო წყაროდან. ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არამხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც. ჩვენი სურვილია, რომ ეს პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics