|
2020-12-06 15:33:42, 595 ნახვა
სამართალი
სამოქალაქო აქტივისტები, ნიკა ნარსია, გიორგი კაპანაძე და გივი ცინცაძე მოსამართლემ პატიმრობიდან გაათავისუფლა
სამოქალაქო აქტივისტები, ნიკა ნარსია, გიორგი კაპანაძე და გივი ცინცაძე სასამართლომ გაათავისუფლა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ივანე არღნიაშვილმა გამოაცხადა. მედიის ცნობით, ივანე არღნიაშვილმა, დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი 15 დეკემბრამდე გადადო, დაცვის მხარის ეს მოთხოვნები განპირობებული იყო პოლიციის ვიდეოკადრების ფაილებით, რომლის შესწავლასაც, მათივე განცხადებით, გონივრული დრო სჭირდება, საქმე ეხება დაკავების და პროტესტის გამოხატვის მომენტს. „ადვოკატებმა დავაყენეთ შუამდგომლობა რომ სასამართლო გადადებულიყო გონივრული ვადით, იმ საფუძვლით, რო გავცნობოდით მტკიცებულებებს, შსს-მ წარმოადგინა ფირები, რომელზეც მათი განმარტებით ასახულია, ე.წ სამართალდარღვევები, ამის შესასწავლად საჭიროა დრო და სწორედ ამ საფუძვლით გადადო მოსამართლემ პროცესი და მისი გაცნობის საშუალება მოგვცა. 4 დაკავებული დარბაზიდან გათავისუფლდა და 15 დეკემბერს ჩაინიშნა პროცესი“, - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტის ადვოკატი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)