20:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-05 18:12:31, 711 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი „გირჩზე“ - ყველა ერთად იყო, როდესაც მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“, დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი

ყველა ერთად იყო მაშინ, როდესაც მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“, დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია „გირჩში“ მიმდინარე შიდაპარტიულ დაპირისპირებებს.

მისი თქმით, „გირჩი“ თავისი პათოსითა და ლიდერით დესტრუქციული ძალაა.

„მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა. თავისი შინაარსით, პათოსით და ლიდერით, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი სანანებელი არ აქვს და არაფერი ჩაუდენია, რაზეც ბოდიში უნდა მოიხადოს. ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ შესაძლებელია პროსტიტუციით ფული იშოვო და მოუწოდებენ ახალგაზრდებს ამისკენ. ნარკომანიით შეპყრობილ ადამიანებს უწოდებდნენ თავის თავს, თვითონ მაგალითს აძლევდნენ და ამ ჯანმრთელობის სერიოზულად დამთრგუნველი ნაბიჯების გამკეთებლები თვითონ არ არიან და არც თავის ოჯახებშიც ასეთ რამეს არ ისურვებდნენ. ამ ორ მოწყვლად ჯგუფს ახალგაზრდებისას ითრევენ ჭაობში, რომელშიც თვითონ არ სხედან, ხმელეთზე არიან მოკალათებული და თბილად გრძნობენ თავს.

ესენი შიგნით ერთმანეთს რას დაელაპარაკებიან და რა პრეტენზიებს დაუყენებენ ერთმანეთს, არ ვიცი. ყველა ერთად იყო მაშინ, როდესაც მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“. დღეს რას გააკეთებენ, მე არ ვიცი. რა პათოსით და პოზიციებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ესეც არ მესმის ნამდვილად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც თანაპარტიელებს ცივილიზებული გაყრისკენ მოუწოდა და რესურსების გადანაწილება შესთავაზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics