|
2020-12-05 13:06:05, 633 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, მალხაზ მიქელაძეს მესამედ გამოკითხავენ
სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, მალხაზ მიქელაძეს გენერალურ პროკურატურაში დღეს მესამედ გამოკითხავენ. როგორც მან გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან დელიმიტაციის პროცესს ეხება. „მიმდინარეობს დამატებითი გამოკითხვა ჩვენებებთან დაკავშირებით, რომელიც მე მივეცი ამ წლის 11 სექტემბერს. საქმე ეხება დელიმიტაციის პროცესს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. იყო შეკითხვების კომპლექსი როგორც ტექნიკური ხასიათის, ასევე მოლაპარაკებების მიმდინარეობასა დელიმიტაციის კომისიის მუშაობაზე. იყო შკითხვები, თუ როგორ მუშაობს კომისია, ვის რა პასუხისმგებლობა ჰქონდა, ვინ რა როლს ასრულებდა და როგორ მზადდებოდა საქართველოს პოზიცია მეორე ქვეყანასთან წარსადგენად. გარკვეული პერიოდი ბატონი ივერი მელაშვილი მუშაობდა საქართველოს საგარეო სამინისტროში, იქამდე სხვა უწყებას წარმოადგენდა. ვფიქრობ, რომ ძალიან პატრიოტული გრძნობით არიან განმსჭვალული“, - განაცხადა მალხაზ მიქელაძემ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)