2020-12-05 09:44:47, 3009 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო-ს განცხადებით, ვაქცინის არსებობა კორონავირუსის დასრულებას არ ნიშნავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინის არსებობა კორონავირუსის დასრულებას არ ნიშნავს.
ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხდა, რასაც გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
„ვაქცინებთან დაკავშირებული პროგრესი ყველას გვიქმნის ამაღელვებელ განწყობას, ამას ვუყურებთ, როგორც გვირაბის ბოლოს სინათლეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, თითქოს ვაქცინის არსებობა ნიშნავს კორონავირუსული ინფექციის დასრულებას", - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან