16:34 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 20:06:28, 463 ნახვა

ეკონომიკა
ლიბერთი #გულით მომხმარებლებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ჩვენი ძვირფასი მომხმარებლების საყურადღებოდ,

იმისათვის რომ, თითოეულ თქვენგანს მოვემსახუროთ შეფერხების გარეშე მთელი საქართველოს მასშტაბით,

მივიღეთ უსაფრთხოების მკაცრი ზომები და ჩვენი წინა ხაზის თანამშრომლების რაოდენობა ისე გადავანაწილეთ, რომ უზრუნველვყოთ რეგულაციებით გათვალისწინებული დისტანცია ბანკის თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის თითოეულ ფილიალში.

ეს გვეხმარება დახურულ სივრცეში მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ყველაზე მთავარს - ადამიანების ჯანმრთელობას.

მიღებული ზომების გამო, მომხმარებლებისთვის გაიზარდა მომსახურების მოლოდინის დრო. სწორედ ამიტომ, გვინდა პირველ რიგში ბოდიში მოგიხადოთ დისკომფორტისთვის, ჩვენი წინა ხაზის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სწრაფად და უსაფრთხოდ მოგემსახურონ.

შეგახსენებთ, სოციალური ბარათების მფლობელებს 50 ლარამდე ნაღდი თანხის გამოტანა, ბანკომატებისა და ფილიალების გარდა, შეუძლიათ ნიკორა სუპერმარკეტების, ავერსის, პსპ-ს და ფარმადეპოს სალაროებიდან 5 ლარის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში.

ბანკში ვიზიტის აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ დაიცვათ დისტანცია და ატაროთ პირბადე. ხალმხრავლობის თავიდან ასაცილებლად კი გთხოვთ, ბანკში ვიზიტი დაგეგმოთ დღის მეორე ნახევარში, რომელიც დილის საათებთან შედარებით, ნაკლებად დატვირთულია.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ მობაილ და ინტერნეტ ბანკით.

შეგახსენებთ, რომ მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად, მიიღებთ სრულ საბანკო მომსახურებას.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,

ლიბერთი გულით





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო
29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics