|
2020-12-03 15:12:41, 1061 ნახვა
ომი უკრაინაში
მცხეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ 24 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი და თანმხლები დაავადებები გახდა
მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, 24 წლის ნინო გულიკაშვილის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი და თანმხლები დაავადება გახდა. აღნიშნული შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პაციენტს ჭარბი წონა და ფილტვების ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. „ჩვენს კლინიკაში პაციენტი ნინო გულიკაშვილი სასწრაფომ 18 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 სთ-ზე შემოიყვანა. ის 112-ის ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა ტესტირებისთვის რესპირატორული ჩივილებით. პაციენტს ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველება, ფილტვების ანთება. ჩვენს კლინიკაში მოყვანამდე, ეს პაციენტი მიყვანილ იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც ჩატარდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე, რომელიც იყო ნეგატივი. შემდგომ იგივე სასწრაფოს ბრიგადით გადმოიყვანეს ჩვენთან შემდგომი კვლევისთვის, PCR ტესტირებისთვის და ზოგადად, კლინიკური კვლევის გაღრმავებისთვის. მოთავსდა ცხელების განყოფილებაში, სადაც ჩატარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და პარალელურ რეჟიმში, ცხვირ-ხახის ნაცხის PCR კვლევა. დადასტურდა კოვიდ 19-ის დიაგნოზი, პაციენტთან იყო ფილტვის ორმხრივი დაზიანება, ფილტვის ორმხრივი პნევმონია. საკმაოდ ცუდი ლაბორატორიული მონაცემები, მძიმე მიმდინარეობის დაავადება გახლდათ ეს. პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო იყო. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ უკვე მოთავსდა განყოფილებაში და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ უტარდებოდა მკურნალობა“, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ. როგორც მან აღნიშნა, პაციენტს ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ამის შესახებ თავად არ იცოდა. მისივე თქმით, პაციენტს მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით უტარდებოდა. „რაც შეეხება თანმხლებ დაავადებებს, გოგონა იყო ჭარბი წონის, მას თავად არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია დაავადებებზე და დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა რაიმე კვლევა ჩატარებული. მხოლოდ იმ ავადობას აღწერდა, რომელიც ჩვენს კლინიკაში მოხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე დაეწყო. არანაირ დამაძინებელ მედიკამენტს პაციენტი არ საჭიროებდა. პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით. მიდიოდა ყველა იმ მედიკამენტით მკურნალობა, რაც მას ესაჭიროება. კონკრეტულად დამაძინებელ მედიკამენტებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ გოგონას ასეთი საშუალებები არ სჭირდებოდა. მიდიოდა ყველა იმ ტიპის მკურნალობა, რაც არის დღეს საქართველოში და მსოფლიოში აპრობირებული პროტოკოლი კოვიდ ინფექციასთან. გარდაცვალების მიზეზი არის თვითონ კოვიდ 19, მძიმე მიმდინარეობის დაავადება. აქ იყო ფილტვის მაღალი ხარისხის დაზიანება, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ეს დაავადებება არის გარდაცვალების მიზეზი“, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ. ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)