|
2020-12-03 11:11:42, 472 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ The Banker-ის მიერ საქართველოში წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
- საერთაშორისო გამოცემა The Banker- მა საქართველოს ბანკი „Bank of the Year Awards 2020” -ის გამარჯვებულად დაასახელა. ჯილდო ბანკს ქვეყნის მასშტაბით წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში მიენიჭა. მსოფლიოს წამყვანი ბანკები სტრატეგიული უპირატესობებისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით შეფასდნენ. The Banker-ის ჯილდოს მოსაპოვლებლად, ყოველწლიურად განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის განაცხადები ივსება, რაც გამოცემის მაღალ კვალიფიკაციასა და სანდოობაზე მეტყველებს. გამოცემა წლის საუკეთესო ბანკებს მსოფლიოს მასშტაბით 1926 წლიდან ავლენს. „წლევანდელმა წელმა საბანკო სექტორი სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საჭირო პროდუქტისა თუ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების პროცესში ინდუსტრიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. წელს შემფასებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ბანკები პანდემიის პირობებში მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას და წარმატებულ ოპერირებას“,- აცხადებენ The Banker-ში „მოხარული ვართ ჯილდოს მიღებით და აღიარებით. მადლობა ამისთვის The Banker-ს. პირველ რიგში ეს გამარჯვება არის თითოეული იმ თანამშრომლის დაუღალავი შრომის დამსახურება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მომხმარებელს ხარისხიან და საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს და ქმნის უკეთეს საქართველოს. მადლობა მომხმარებელს, რომ ირჩევს საქართველოს ბანკს და ამით გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და 2020 წლის გამოწვევების მიუხედავად გავაგრძლოთ მათი მაღალი ხარისხის მომსახურება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო
29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)