|
2020-12-02 17:16:04, 749 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო - ინფორმაცია, რომ თითქოს, მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება, არასწორია
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს დამატებითი განმარტება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რისკები რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის თაობაზე. „რეალური სურათი, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს არის შემდეგი: პანდემიის პირობებში, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიმდინარე წელს ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის შედეგადაც 600 მლნ ლარით შემცირდა ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შემცირდა იმგვარი პროგრამების დაფინანსება, რომელთა ათვისებაც დაწესებული შეზღუდვების გამო აღარ განხორციელდა და აღნიშნული თანხები მაქსიმალურად მიიმართა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად, როგორც სოციალური ისე ჯანდაცვის მიმართულებით. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის სექტემბრიდან საქართველოში, ისევე როგორც ევროპის და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, COVID-19-ის პანდემიის გავრცელება და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, აღნიშნული ტენდენცია კვლავ გაგრძელდა და დღესაც, ბიუჯეტის ხარჯვა მაქსიმალური შეზღუდვებით მიმდინარეობს იმისათვის, რომ არსებული ეკონომიები ერთი მხრივ, მოხმარდეს ანტიკრიზისული პაკეტებით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მეორე მხრივ, მიმდინარე წლის ბოლომდე შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი. აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობებს, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, მიიმართოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვითი ღონისძიებების მხარდაჭერისკან“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს, ქვეყანაში ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის რისკები.
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო
29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)