09:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 13:01:05, 725 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების პერიოდში ანტიგენის სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების პერიოდში ქვეყანაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მაქსიმალურად გაფართოვდება.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე უკვე მიღებულია და მინისტრის ბრძანებაც გამოიცემა.

„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეზღუდვების პერიოდში კიდევ მეტად გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა ადრეული იდენტიფიცირების მიზნით ტესტირებაზე. ამიტომ, მოგეხსენებათ, რომ ბოლო თვენახევრის, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები თითქმის, თუ სწორედ არის გაკეთებული, იგივე შედეგს იძლევა, რაც ოქროს სტანდარტი, „პისიარ“ ტესტი. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ორი თვის განმავლობაში, მთავრობის მიერ შემუშავებული შეზღუდვების პერიოდში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცრება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი დადგენილება და მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცემა. დაახლოებით უნდა ვატაროთ 10, 11, 12 000 „პისიარ“ ტესტი ქვეყანაში ყოველდღიურად და ერთი ამდენი კიდევ სწრაფი ტესტი“, -  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics