17:08 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 21:19:05, 455 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა : 2021 წლის ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებას - მოქალაქეზე და ეკონომიკაზე ზრუნვას ასახავს

„ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, ასახავს ორ ძირითად მიმართულებას - ეს არის ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ეკონომიკაზე, რაც ძალიან აქტუალური იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს არის 1400 000 000 ლარის ანტიკრიზისული ბიუჯეტი და, მიუხედავად რესურსების იმ უდიდესი დანახარჯისა, რასაც პანდემიასთან ბრძოლა საჭიროებს, მთავრობას ვალდებულებები და დაპირებებები შესრულებული აქვს.

„ეს ასახული გვაქვს ამ ბიუჯეტის პროექტში - მათ შორის იზრდება მასწავლებლების ხელფასები, ირთვება პენსიონერთა პენსიების ინდექსაციის მექანიზმი და იზრდება პენსია, ასევე მეწარმეობის, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით არის საკმაოდ მოცულობითი ბიუჯეტი - მხოლოდ ჩვენი სამინისტროს ფარგლებში,„ აწარმოე საქართველოში“ და სხვა მსგავსი პროგრამებისთვის არის 150 მილიონ ლარზე მეტი ასახული და მთლიანობაში, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს თანდათან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ადამიანებისთვის ნეგატიური ზიანის შემსუბუქებას“,  - განაცხდა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics