19:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 10:47:07, 576 ნახვა

საზოგადოება
თბილისში გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცნობილი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გახსნა.  ქართველი რეჟისორის ბიუსტი მისივე სახელობის სკვერში, ელბაქიძის აღმართის მიმდებარედ განთავსდა.ბიუსტის გახსნას გიგა ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ. მისულ სტუმრებს სიტყვით დედაქალაქის მერმა,  გიგა ლორთქიფანიძის მეუღლემ და რეჟისორის მეგობრებმა მიმართეს. 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გიგა ლორთქიფანიძის ღვაწლი, დედაქალაქისა და ქვეყნის წინაშე, ნამდვილად, იმსახურებს ამგვარ დაფასებას, თუმცა მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი სიმბოლურია, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი გიგა ლორთქიფანიძის დამსახურება და მისი შრომა  შეუფასებელია. 

„დღეს ძალიან დიდი ადამიანის, საპატიო თბილისელის, უამრავი პრემიის ლაურეატის, უზარმაზარი ადამიანის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა. ეს არის სიმბოლური მისი შემოქმედებისა და  მისი  მოღვაწეობის დაფასებისა, რაც მან მთელი ცხოვრების მანძილზე გააკეთა ჩვენი დედაქალაქისთვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

გიგა ლორთქიფანიძის შვილის, ნანა ლორთქიფანიძის   განცხადებით, ბიუსტის
მარჯვანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსება სიმბოლურია და თავისი დატვირთვა აქვს.

„გარდა იმისა, რომ ჩემთვის არის ასეთი ძვირფასი, მე ვფიქრობ, რომ ქალაქს შეემატა შემოქმედების თვალსაზრისით ძალიან კარგი სკულპტურა“,- განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ. 

გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა დაამზადა და დედაქალაქს საჩუქრად გადასცა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics