19:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 10:47:06, 522 ნახვა

საზოგადოება
შსს–ს აკადემიაში სოციალური მედიის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

შსს-ს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, შსს-ს სსიპ-ების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით და აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს (GBI) მხარდაჭერით გაიმართა. სწავლებას ჯორჯიის შტატის ქალაქ დანვუდის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ბილ გროგანი და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი თიმ ბაროუზი წარუძღვნენ.

„სწავლების დროს განიხილეს საზოგადოებასთან ურთიერთობების, საზოგადოებისთვის ძირითადი მესიჯების მიწოდების, სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფარგლებში სოციალური მედიის როლის განსაზღვრის, მედიასთან დაკავშირებული გამოწვევების და კრიზისული სიტუაციების დროს სწორი კომუნიკაციის საკითხები. სწავლების ფარგლებში ასევე განიხილეს იყო პრაქტიკული მაგალითები და გაიმართა მსოფლიოში მომხდარი, გახმაურებული ფაქტების ირგვლივ მსჯელობა, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობების კუთხით ამერიკული სტანდარტების უკეთ გაცნობისთვის.

შსს-ს წარმომადგენლებისთვის მსგავსი სწავლება უკვე მეორედ ჩატარდა. კურსის დასრულების შემდეგ, ტრენინგის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა“, – აცხადებენ შსს–ში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics