09:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 15:36:28, 586 ნახვა

საზოგადოება
ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი (TFV)  2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების 3-წლიან პროგრამას იწყებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

პროგრამით გათვალისწინებული დახმარება განკუთვნილი იქნება 2008 წლის ომის მსხვერპლთათვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას სამედიცინო მკურნალობისას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას  და სხვა სახის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომლისთვისაც დირექტორატმა დახმარების პროგრამა შეიმუშავა.

დაზარალებულთა ფონდის გადაწყვეტილება მიღებული იყო აგვისტოს ომის შედეგების დეტალური შესწავლის საფუძველზე. ზიანის მასშტაბების შეფასების პროცესი 2019-2020 წლებში  საქართველოს მთავრობასთან, უშუალოდ აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებსა და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა. კონსულტაციების პროცესში განხილულ იქნა საკითხები, თუ რა ტიპის ზიანი მიადგათ აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს და რამდენად ახდენს მისი შედეგები გავლენას მსხვერპლთა დღევანდელ ყოფაზე, მათ უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის უფლებაზე.

ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს სახელმწიფოს  კონსულტაციების ფონზე გამოიკვეთა, რომ აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულები დღესაც საჭიროებენ მხარდაჭერას როგორც ფსიქოლოგიური, ისე ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებით. შესაბამისად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მსხვერპლთა დასახმარებლად პროგრამის დამტკიცების შესახებ. 

დირექტორატი დეტალურ ინფორმაციას დახმარების ახალი პროგრამის შესახებ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებთან შემდგომი კონსულტაციების შედეგად გამოაქვეყნებს.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში გოჩა ლორთქიფანიძე 2018 წლის დეკემბერში აირჩიეს 123 სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის განკუთვნილი კვოტა ქართველმა კანდიდატმა დაიკავა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics