2020-12-01 11:01:34, 1135 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 1 595 შემთხვევა თბილისში, 623 აჭარაში, 392 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის 1 595 შემთხვევა თბილისში, 623 აჭარაში 392 კი იმერეთში გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში-623, იმერეთში-392, ქვემო ქართლში-139, შიდა ქართლში-127, გურიაში-152, სამეგრელო-ზემო სვანეთში-237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში-126, სამცხე-ჯავახეთში-72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43“, - განაცხადა სიჭინავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან