|
2020-11-30 18:33:36, 581 ნახვა
სამართალი
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - სასამართლოზე გალაქტიკის მასშტაბის ტყუილები მოვისმინეთ
სასამართლოზე გალაქტიკის მასშტაბის ტყუილების კორიანტელი მოვისმინეთ, - ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. „აღკვეთი ღონისძიება არ შეიცვალა და დარჩა პატიმრობა ძალაში. 48 საათი გვაქვს იმისთვის, რომ გავასაჩივროთ აღნიშნული გადაწყვეტილება. სასამართლომ ძალიან მოკლე განმარტება გააკეთა, რომ თითქოს დაცვის მხარეს ახალი არაფერი წარმოუდგენია, რაც არის სიცრუე. მეორე არგუმენტი ის იყო, რომ თურმე ბრალდებულებს ადრე გადაუმალავთ ან გაუნადგურებიათ რაიმე მტკიცებულება, რაც წარმოუდგენელი სიცრუეა. გალაქტიკის მასშტაბის ტყუილების კორიანტელი მოვისმინეთ“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობითვის, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)